Tuesday, March 23, 2010

კურიოზები

***
ნატალი მანდარია ჰყვება გაკვეთილს „სათაგური“। სათაგურში გაბმული ფიცხელა უყვირის მიმალულ თანამოძმეთ: „ჰაი, თქვე მოღალატენო!“
ნატალი აღშფოთებულია თაგვების უგულობით და მრისხანედ ამბობს: „ჰაი, თქვე მამაძაღლებო!“
***
ბუნების გაკვეთილს ატარებს პედაგოგი ნინო მიქაძე და კლასს ეკითხება:
- ვინ იმოგზაურა საქართველოში მეცხრამეტე საუკუნეში?
დიდი მცდელობის მიუხედავად ნატალი ვერ იხსენებს ფრანგ მოგზაურ შარდენს. სამაგიეროდ, კარგად ახსოვს, რომ ამ კითხვაზე პასუხი წინა კვირაში ბელა გაბელაიამ გასცა და ალალად ამბობს:
- აი, ბელამ რომ თქვა, იმან!
***
ბუნების გაკვეთილზე მანანა ნოზაძემ ბავშვებს ტესტები დაურიგა, სადაც მათ უნდა ჩაეწერათ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ელემენტები। დათა ჩალათაშვილმა წარმატებით შეავსო გრაფა, სადაც ცოცხალი ბუნების ელემენტები იყო მითითებული, ხოლო არაცოცხალი ბუნების გრაფაში ერთადერთი ელემენტი ჩაწერა: „მკვდარი კატა.“
***
მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა მანანა ნოზაძემ რომა გიორგაძეს შენიშვნა მისცა რომაული ციფრების არასწორად წერის გამო და გაიხსენა, რომ ამგვარი შეცდომები მან ადრეც დაუშვა, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა რომამ ბრალდება უარყო। მაშინ მასწავლებელმა რვეული მოითხოვა და გაფაციცებით დაუწყო ძებნა რომას შეცდომებს, მაგრამ უშედეგოდ। რომა დაიღალა ფეხზე დგომით და მასწავლებელს უთხრა: „ნუღარ შეწუხდებით, მასწავლებელო, მე მჯერა თქვენი!“

No comments:

Post a Comment