***
ნაწყვეტი გიორგი ქათამაძის თხზულებიდან „დავიცვათ ქართული ენის სიწნმინდე“:
„ზოგი ქართველი უცხოეთში ცხოვრობს და ქართულად საუბარი უჭირს. ეს ყველაფერი შაჰ-აბასის ბრალია, რადგან მან ქართველები გადაასახლა და გააოსა.“

ნაწყვეტი მარიამ ქურხაშვილის თხზულებიდან „საუბარი მეგობრის მამასთან“:
„ძალიან მწყინს, რომ ზოგი ადამიანი ვერ მცნობს। ვესალმები, მაგრამ პასუხს არ მიბრუნებს. ჩემი ნაცნობი მამა-შვილი აივლის, ჩაივლის და „გამარჯობა“ გვერდზე რჩება. მე კი ვფიქრობ: რაც მამაა, ის შვილია-მეთქი.“

ნაწყვეტი მარიამ ქურხაშვილის თხზულებიდან „საახალწლო მილოცვა“:
„გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას। ფრთხილად იყავით ღორის გრიპი არ გადაგედოთ, ან კიდევ - H1N1.“

ნაწყვეტი მარიამ ქურხაშვილის თხზულებიდან „მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო“:
„მეც მექნებოდა კაბინეტი. სადაც იდგებოდა მაგიდა, კომოდი, სავარძელი და კედელზე ეკიდებოდა სააკაშვილის სურათი. მდივანიც მეყოლებოდა. თუ ვინმე მომენატრებოდა, სააკაშვილს შევხედავდი და გავუღიმებდი. ჩემს სკოლაში კაცებს არ გავაჭაჭანებდი, მხოლოდ ქალები იმუშავებდნენ. ისე, არც ქეიფს დავაკლდებოდი.“

ნაწყვეტი გიორგი ქათამაძის თხზულებიდან „20 წლის შემდეგ“:
„ახლა ძალიან გამოცდილი ქირურგი ვარ, უკვე ხუთი ოპერაცია გავაკეთე। პირველ პაციენტს ღორის გრიპი ჰქონდა. ჩემი გამოთვლებით დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ გადავარჩინე. ცოლი ჯერ არ მყავს, რადგან ათი წელი ქირურგების უნივერსიტეტში ვსწავლობდი და არ მეცალა.“

ნაწყვეტი ნინო უსენაშვილის თხზულებიდან „მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო“:
„მექნებოდა შენიშვნების რვეული და ვაი იმ მასწავლებლის ბრალი, ვინც იქ მოხვდებოდა! მასწავლებლებს ჩემს მიერ დაწერილ წიგნებს შევაპარებდი. აი, ასე უნდა გაყიდო წიგნები.
ახლა კი წავედი კაბინეტში, ყავა უნდა დავლიო।“

ნაწყვეტი გიორგი ქათამაძის თხზულებიდან „საახალწლო მილოცვა“:
„ბებო, გილოცავ ახალ წელს। ხომ ხედავ, კვერნებმა ყველას დაუჭამეს ქათმები, შენ კი ისეთი ჩასუქებული დედლები გყავს, კაცი ნერწყვის ყლაპვით მოკვდება. ბიმის გაგდება რომ გინდოდა, არ გრცხვენია? ასეთი ძაღლი როგორ უნდა გააგდო!“

ნაწყვეტი ნიკოლოზ ჭაბაშვილის თხზულებიდან „მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო“:
„ჩემს სკოლაში სწავლა ეღირება 500 ევრო। თუ არავინ მოიყვანდა ბავშვს, დავაკლებდი ნელ-ნელა. სასადილოში გაიყიდებოდა არა ლობიანი, არამედ მწვადი, ხინკალი და სხვა კარგი ქართული საჭმელები, თანაც ნატურალური.“

ნაწყვეტი ნიკოლოზ ჭაბაშვილის თხზულებიდან „რაც ყველაზე ძალიან მიყვარს“:
„სიმართლეს ვიტყვი და წიგნის კითხვაში ცოტას მოვიკოჭლებ।“

ნაწყვეტი ნიკოლოზ ჭაბაშვილის თხზულებიდან „ჭკვიანი ძაღლი“:
„პატრონმა ძაღლს წამვლა დაუწყო და მოარჩინა। ძაღლმა კი მას სხვა გაფუჭებული ძაღლი მოუყვანა.“

ნაწყვეტი ნიკოლოზ ჭაბაშვილის თხზულებიდან „ჩემი საყვარელი თამაში“:
„ფეხბურთის თამაში დიეტას ბევრად სჯობს। მე ამიტომ ვარ ასე გამხდარი. აბა, თქვენ გგონიათ, არ ვჭამდი? ნურას უკაცრავად!“

ნაწყვეტი დანიელ თუნგიას თხზულებიდან „შემოდგომა ჩემს ქალაქში“:
„შემოდგომა ჩემს ქალაქში არის ძალიან სასაცილო, მაგრამ ამ შემოდგომაზე არაფერი იყო სასაცილო। არ მომწონს, რადგან არ ვიცი, რა გავაკეთო. მე ბევრი მოვითმინე ამ შემოდგომაზე.“

ნაწყვეტი დანიელ თუნგიას თხზულებიდან „ცა რომ სარკე იყოს“:
„ცა რომ სარკე იყოს, ძალიან დაგვცხებოდა. აღარ იქნებოდნენ არც ცხოველები, არც მარცვლეული. რაღა ვჭამოთ, თუკი ცხოველები მოკვდნენ!“

ნაწყვეტი დანიელ თუნგიას თხზულებიდან „მხიარული ისტორია“:
„ამ დროს მოვიდა სანაგვო მანქანა და მე სოკო გადავყარე। დედა და მამა რომ მოვიდნენ, გაოცებული მიყურებდნენ და მე ვუთხარი: რატომ მიყურებთ შავი თვალებით, ჰა?“

ნაწყვეტი გიორგი არევაძის თხზულებიდან „20 წლის შემდეგ“:
„მყავს ცოლ-შვილი। ჩემი შვილი 9 წლისაა და და ისეთი ცელქია, გული შემიწუხა. სულ მე დამემსგავსა. სწორედ მასზეა ნათქვამი: კვიცი გვარზე ხტისო. ჩემი ცოლი ძალიან ლამაზია. აბა, მე მახინჯ ცოლს ავირჩევდი?“

ნაწყვეტი გიორგი არევაძის თხზულებიდან „ცა რომ სარკე იყოს“:
„რა კარგი იქნებოდა გოგონებისათვის। ისინი ხომ პრანჭიები არიან! კისრები დასტყდებოდათ ზემოთ ყურებით.“

ნაწყვეტი ნინო მეტრეველის თხზულებიდან „20 წლის შემდეგ“:
„პირველ გამოცდაზე ერთ-ერთმა იურისტმა მკითხა: ჩემო ლამაზთვალება გოგონავ, გეტყობა, ისეთი ადამიანის შვილი ხარ, ვინც უჭკვიანესი და უფლის მიერ შექმნილი ანგელოზიაო। მე თვალებიდან ოქროს ცრემლები წამომივიდა.“

რომა გიორგაძის ინტერვიუ რონალდო ქრისტიანოსთან:
-კოსტუმის ჩაცმა უფრო გიყვარს თუ ფორმის?
-წაქცევა გსიამოვნებს თუ არა?
-მალე ოფლიანდები?
-არ გრცხვენია სცენაზე გამოსვლა?
-გინდოდა, რომ აგენტი ყოფილიყავი?
-როდისმე მიგიტოვებია შენი ცოლ-შვილი?
-შენ რომ სხვა ყოფილიყავი, რა მოგინდებოდა?
p।s. კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ნაწყვეტი რომა გიორგაძის თხზულებიდან „ჩემი სოფელი“:
„ერთად შემოვუსხდებით სუფრას და ატყდება ჭამა-სმა! მე კი ვზივარ სუფრასთან და ვფიქრობ: როგორ ჭამენ ამდენს, სად აქვთ ამხელა ძალა!

ნაწყვეტი თორნიკე ომიაძის თხზულებიდან „ჩემი სოფელი“:
„მე მყავდა ორი პაპა და ორი ბებია। პირველი ბებია ცოცხალია, მეორე გარდაიცვალა. პირველი პაპა ცოცხალია, მეორე კი დაიღუპა.“

ნაწყვეტი დათა ჩალათაშვილის თხზულებიდან „20 წლის შემდეგ“:
„თუ ჩემი შვილები არ გამოვლენ კარგები, ასე ვეტყვი: „რატომ არ მიფასებთ ამდენ შრომა-წვალებას? მე წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ განათლებულები გამოხვიდეთ!“
ჩხუბის შემდეგ კი ისევ მოვეფერები და ვეტყვი, როგორ ამაყობდა ჩემით მთელი კორპუსი და ჩემი სოფელი, რადგან უსალმოდ არ ავივლიდი და ჩავივლიდი।“

შავი მუხა
ამოსულა შავ მინდორზე შავი მუხა,
სულ შავია, ტოტებჩამოყრილი.
საშინელი შესახედი არის.
მოვლილია ახლა ჩვენი მუხა,
მკათათვეში გოჭუნიებს აძღობს.
ამწვანდა და გალამაზდა,
როგორც მისი თანამოძმე ბევრი.
ძალზედ კარგი შესახედი არის.
26 მეტრისაა უკვე,
ზეგ იქნება 27 მეტრის.
ამოსულა შავ მინდორზე შავი მუხა,
სულ შავია, ტოტებჩამოყრილი.
საშინელი შესახედი არის.
მოვლილია ახლა ჩვენი მუხა,
მკათათვეში გოჭუნიებს აძღობს.
ამწვანდა და გალამაზდა,
როგორც მისი თანამოძმე ბევრი.
ძალზედ კარგი შესახედი არის.
26 მეტრისაა უკვე,
ზეგ იქნება 27 მეტრის.